ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი

13 აპრილს გაიმართა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი, რომელსაც საქართველოს მასშტაბით 2014 წლიდან ჩაეყარა საფუძველი. კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისთვის 12 გუნდი შეირჩა. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა: ზუკა ქევანიშვილმა, გიორგი იმნაიშვილმა, გიორგი ჩახნაშვილმა და ალექსანდრე ლომაძე-გაბიანმა. გუნდის ინსტრუქტური იყო დავით ნოზაძე, “ევროპული სკოლის“ მასწავლებელი და სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის წევრი, ხოლო გუნდის სამეცნიერო მენტორი – მაქსიმ იავიჩი, “ევროპული სკოლის“ მასწავლებელი და სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტი.
კონკურსში მონაწილე გუნდები მოინახულეს აშშ-ის ელჩის მოადგილემ, ელიზაბეთ რუდმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.

Share on: