საახალწლო საქველმოქმედო ბაზრობა

”ევროპული სკოლა” აგრძელებს საქველმოქმედო აქციებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მხარდასაჭერად. 15 დეკემბერს სკოლამ მოაწყო საახალწლო საქველმოქმედო ბაზრობა ”გაეცი სიყვარულით”, რომელშიც სკოლის მთელმა საზოგადოებამ და პარტნიორმა ორგანიზაციებმა -საქართველოს წითელი ჯვრის ასოციაცია, სოციალური საწარმო “ბაბალე“ , ორგანიზაცია “მშობელთა ხიდი”, მიიღეს მონაწილეობა. მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა ხელნაკეთი ნივთები და სახლში მომზადებული ტკბილეული გამოფინეს სკოლის ეზოში.
ცივმა ამინდმა, მაგრამ თბილმა გრძნობებმა, ცხელმა შოკოლადმა, მშვენიერმა ნაკეთობებმა, მუსიკალურმა ნომრებმა, საახალწლო განათებამ სულ სხხვაგვარი შუქით აღავსო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდთა – პარაორკესტრის მუსიკოსების – თვალები. ამ შუქმა და სიყვარულით სავსე გარემომ, რომელშიც დიდი ენთუზიაზმი ჩადო ”ევროპული სკოლის” საზოგადოებამ, მართლაც რომ განსაკუთრებული ელფერი შესძინა საქველმოქმედო ღონისძიებას, რომლის ნაწილიც გახდა თითოეული ჩვენგანი იმ საღამოს.

Share on: