ახალი ამბები

ინტეგრირებული პროექტი: “წითელი...“

23 Apr 2024

ინტეგრირებული პროექტი: “წითელი...“ ორი საგნის, ისტორიის და ქართული ენისა და ლიტერატურის  ინტეგრაციით დაიწყო და სექტემბრიდან ეცნობიან, იკვლევენ, სწავლობენ მოსწავლეები წყაროებიდან, მუზეუმებიდან, მხ.ლიტერატურიდან  საქართველოში  საბჭოთა წითელი იდეოლოგიის გავრცელების, დამკვიდრების, ტერორისა და რეპრესიების შედეგებს.

ევროპის მაღალრეიტინგული უნივერსიტეტები “ევროპულ სკოლაში“!

18 Apr 2024

ევროპის მაღალრეიტინგული უნივერსიტეტები: IE University (მადრიდი, ესპანეთი), EHL Hospitality Business School (ლოზანა, შვეიცარია), Brussels School of Governance (ბრიუსელი, ბელგია), Modul University Vienna (ვენა, ავსტრია), Università Bocconi (მილანი, იტალია) “ევროპული სკოლის“ საუნივერსიტეტო ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამსახურის მიერ ორგანიზებულ უნივერსიტეტების გამოფენაზე იმყოფებოდნენ.

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე

05 Apr 2024

2 აპრილს აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ევროპული სკოლის, ქართული პროგრამის მე-8 (ა,გ) კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს პროექტი-აქცია საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის. 8 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს და წარმოადგინეს პრეზენტაციები, ხელნაკეთი ყელსახვევები, გულსაბნევები. მოეწყო ფილმის ჩვენება და ანალიზი. 

ჩვენი მოსწავლეების ჩარიცხვები Ivy League –ის უნივერსიტეტებში გრძელდება!

01 Apr 2024

ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლე  მეთიუ ჯიაკვინტო კორნელის უნივერსიტეტმა მიიღო. ის ასევე აშშ-ის სხვა წამყვან უნივერსიტეტებშიც მიიღეს: University of Virginia, University of Rochester.

“ელ. ახვლედიანის სახ. ბავშვთა სურათების გალერეაში“ “ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა ნამუშევრები გამოიფინა

30 Mar 2024

“ელ. ახვლედიანის სახ. ბავშვთა სურათების გალერეაში" 27 მარტს თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა “მე მიყვარს თეატრი“. ერთობლივი გამოფენის მიზანი იყო ბავშვების დაინტერესება თეატრითა და თეატრალური ხელოვნებით.

რეგიონული კონკურსი Spelling Bee-2024

30 Mar 2024

რეგიონული კონკურსი Spelling Bee, რომელსაც “ევროპული სკოლა“ ატარებს ყოველწლიურად, პოპულარული ღონისძიებაა, რომელშიც ასობით მოსწავლე იღებს მონაწილეობას. იგი ინგლისური ენის შესწავლით დაინტერესებულ მოზარდებს აძლევს შესაძლებლობას, აიმაღლონ ენის ცოდნა და კონკურენტულ გარემოში ჯანსაღი მეტოქეობა გაუწიონ თანატოლებს.

შეხვედრა ნიკოლოზ წულუკიძესთან

26 Mar 2024

21 მარტს “ევროპულ სკოლაში“ გაიმართა უფროსკლასელთა შეხვედრა თეატრმცოდნე და პოპულარ ტელეწამყვან ნიკოლოზ წულუკიძესთან. სტუმარმა ისაუბრა ქართული თეატრის, მისი დრამატული წარსულის, მდიდარი ისტორიის შესახებ, გააცოცხლა პირველი თეატრალური დასის, თეატრის დამაარსებლებისა და ცნობილი რეჟისორების უცნობი ისტორიები.

ინოვაციური კვირეული

20 Mar 2024

XXI საუკუნის ტექნოლოგიებში გაწაფული მოსწავლეები სწავლების ინოვაციურ მეთოდებს ანიჭებენ უპირატესობას  და ასეთი მეთოდებით უკეთეს შედეგებს აღწევენ. “ევროპული სკოლის“ საბუნებისმეტყველო, მათემატიკისა თუ ინოვაციური ტენოლოგიების დეპარტამენტების ინოვაციურ კვირეულებში გამოიკვეთა, რომ ჩვენი მასწავლებლები, მოსწავლეთა აკადემიური განვითარების წასახალისებლად,  ფეხს უწყობენ ცვლილებებს  და ინოვაციებს  ყოველდღიურ საგაკვეთილო პროცესში ნერგავენ.

ვორქშოფი "ექსპერიმენტული სწავლების პრაქტიკების გაზიარება"

27 Feb 2024

რეგისტრაციის საფასური – ევროპული სკოლის თანამშრომლები – მონაწილეობა უფასოა – CCAAIBWS ასოციაციის…