PYP გამოფენა

17 მაისს ,, ევროპული სკოლის” მთავარ დარბაზში PYP პროგრამის მე-5 კლასელებმა წლის შემაჯამებელი გამოფენა მოაწყეს. მოსწავლეები და პედაგოგები მოუთმენლად ელოდნენ აკადემიური წლის ყველაზე საინტერესო გამოფენის ნაწილს და განსაკუთრებულად მოემზადნენ. ტრანსდისწიპლინარული სწავლების საუკეთესო მაგალითი იყო მათი პრეზენტაციები, რომლებიც ძალიან საინტერესოდ წარმოაჩინეს.
8 კვირის განმავლობაში მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და მენტორებმა იმუშავეს სხვადასხვა თემაზე: გადამუშავება, დაბინძურების სახეები, უსახლკარობა, ცხოველთა უფლებები, ვიდეო თამაშები, ეკოლოგია და ტექნოლოგია.
მოსწავლეებმა ითანამშრომლეს ხელოვნებისა და რობოტიკის პედაგოგებთან და მრავალფეროვანი თვალსაჩინოებები შექმნეს. დადგეს სპექტაკლი დედამიწის დღეზე; მოამზადეს ჩრდილების თეატრი, სადაც აჩვენეს გლობალური პრობლემები; გაამწვანეს სკოლის ეზო ნარგავებით; დაბეჭდეს საინფორმაციო ბუკლეტები; ჩაწერეს ვიდეოები; ჩაატარეს კვლევები; მუსიკის პედაგოგთან ერთად მოამზადეს მუსიკალური ნომრები და შეასრულეს ფინალური სიმღერა, რომრლიც კონცეპტუალურად მათ არჩეულ თემებს ეძღვნებოდა.
PYP პროგრამის მოსწავლეების მიერ წარმოდგენილმა პროექტებმა ნათლად აჩვენა მათი დიდი ინტერესი ბუნების დაცვის მიმართ. დამთვალიერებლები დარწმუნდნენ, რომ ისინი მართლაც გლობალურად მოაზროვნე მოქალაქეები არიან და მოსწავლეების ამ გამოფენამ მნახველის დიდი მოწონება დაიმსახურა.

Share on: