საქართველოს საუნივერსიტეტო განათლების მრჩეველი

 

ჩვენი მიზანია  კურსდამთავრებულებმა სწორად აირჩიონ მომავალი პროფესია და სწორად დაგეგმონ განათლების მიღების მომდევნო ეტაპი. ამისათვის ჩვენ სკოლაში სხვადასხვა სახის ღონისძიებას მივმართავთ:

  • ვიწვევთ სკოლაში მოსწავლეებისთვის  საინტერესო ადამიანებს, რომლებიც წარმატებული არიან თავიანთ  პროფესიაში;
  • ვთანამშრომლობთ სხვადასხვა უნივერსიტეტთან, ვიწვევთ სკოლაში და ვაძლევთ საშუალებას ჩაატარონ საინტერესო პრეზენტაციები, გააცნონ ის დისციპლინები  და საგნები, რომლებსაც ამა თუ იმ ფაკულტეტზე ასწავლიან;
  • აბიტურიენტებს მუდმივად ვაწვდით ინფორმაციას ღია კარის დღეებსა, თუ სხვა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების შესახებ, რომლებიც  მომავალი სტუდენტებისათვის იმართება უმაღლეს სასწავლებლებში;
  • განსაკუთრებულ დახმარებას ვუწევთ  გამოსაშვები გამოცდების (CAT)  ჩაბარებაში: ვატარებთ დამატებით მეცადინეობებს, პრეტესტებს;
  • ვთავაზობთ მე-12 კლასელებს აბიტურს სხვადასხვა საგანში;
  • 12 კლასის მეორე სემესტრში ვთავაზობთ გაიარონ მოსამზადებელი კურსი ზოგადი უნარების გამოცდისთვის;
  • შექმნილი გვაქვს  ტესტების ელექტრონული ბაზა საგამოცდო საგნებში.

ტრადიციად იქცა უფროსკლასელებისა და  ჩვენი კურსდამთავრებულების შეხვედრები ყოველი წლის დეკემბერში, სადაც უფროსი მეგობრები უზიარებენ  თავიანთ გამოცდილებას და ხედვას სკოლის შემდგომი პერიოდის შესახებ  უმცროს მეგობრებს.

 

საუნივერსიტეტო განათლების მრჩეველი
მაია გოგოლაძე
m.gogoladze@europeanschool.ge

 

ლაშა ბერიშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტი - სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 2015

დღეს მე თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი ვარ. ამ გადასახედიდან მეტი სიცხადით შემიძლია დავინახო ევროპულ სკოლაში გატარებული წლების მნიშვნელობა. იქ მე შევიძინე ცოდნის მიღების ინტერესი, ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენებისა და სხვებისთვის გაზიარების უნარი. ევროპულმა სკოლამ მომცა სირთულეების დანახვისა და შეფასების უნარი, მასწავლა ამ სირთულეების გადალახვა. მე აქ გავიგე, რომ ადამიანი მარტო არ არის, რომ ნებისმიერი მიზნის მიღწევა მეგობრებთან ერთდ უფრო დიდი ბედნიერებაა. ლაშა ბერიშვილს მიღებული აქვს 100%-იანი სახელმწიფო გრანტი.

ანა გვერდწითელი, სან დიეგოს უნივერსიტეტი - კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2015

ევროპულმა სკოლამ მომცა სწორედ ის განათლება, რომელიც კონკურენტუნარიანს მხდის თანამედროვე რეალობაში, მომცა დაფინანსება, რომ მესწავლა სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოში. ევროპულ სკოლაში იყო საქმიანი, თბილი და ამავე დროს მკაცრი გარემო, რამაც მიმაჩვია შრომას და განმივითარა მიზანდასახულობა.