სკოლის სიმბოლოები

“ევროპული სკოლის” ჰიმნი

მუსიკა: რუსუდან სებისკვერაძე
ტექსტი: თამარ გულაშვილი

მზე ამოდის, დღე იწყება ნათელი,
მზის სხივებზე ივლის ყველა ქართველი,
მზის ნათელში ბრწყინავს ცოდნის ტაძარი
მუდამ რეკდეს, გუგუნებდეს აქ ზარი.
მზის ნათელში ბრწყინავს ცოდნის ტაძარი,
მუდამ რეკდეს, გუგუნებდეს აქ ზარი.

გაანათე, მზეო მრავალჟამიერ,
გაანათე, მრავალჟამიერ!
გაანათე, მზეო მრავალჟამიერ,
გაანათე, მრავალჟამიერ!
მრავალჟამიერ!