ევროპული სკოლის მოსწავლე საფრანგეთის ელჩმა დააჯილდოვა

ჩვენი მოსწავლეების კიდევ ერთი წარმატება – საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, ბატონმა პასკალ მენიემ, ევროპული სკოლის მე-10 კლასელი სალომე ზედგენიძე დააჯილდოვა. სალომე ფრანგულენოვანი ესსების კონკურსში, “ადამიანი და კანონი”, ერთ-ერთი საუკეთესო ნაშრომის ავტორად დასახელდა და როგორც კონკურსის გამარჯვებული მონაწილე, მისი ფრანგული ენის მასწავლებელ თინათინ მაჭარაშვილთან ერთად გაემგზავრება ყვარელში, იუსტიციის სახლში კიბერ უსაფრთხოების ვორქშოფზე.

Share on: