ირაკლი ჯავახიშვილი - Mac ლაბორატორიის ხელმძღვანელი

მასწავლებელთა მხარდაჭერის გუნდი

2009-2012, 2017 PhD კომპიუტერულ მეცნიერებებში (კვლევის პროცესში) – ალექსანდრიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, საბერძნეთი
2004-2006, ფიზიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მაგისტრი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

გავლილი აქვს გამოძიების ფედერალური ბიუროს, ეუთო-ს, საფრანგეთის ცენტრალური სასამართლო საექსპერტო ბიუროს, ბუდაპეშტის საერთაშორისო სამართალდამცავი აკადემიის, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობის პროგრამის მიერ ორგანიზებული ტრენინგები და უსაფრთხოების კურსები შემდეგი მიმართულებებით: დიდი მოცულობის ინფორმაციის ანალიზი Python-ის გამოყენებით, (Big Data Analyis), ვირუსული პროგრამების ანალიზი და კვლევა (Malware Analysis), iOS პროგრამირება (iOS Development), კიბერ უსაფრთხოება, ღია კოდის პროგრამების გამოყენება, კომპიუტერული ქსელის უსაფრთხოება.

სამუშაო გამოცდილება: iOS პროგრამირების ტრენერი – 2016-2017, პროგრამირების ენებისა და ტექნოლოგიების მოწვეული მასწავლებელი 2007-2009 და 2010-2012 წლებში, კომპიუტერული მონაცემების ექსპერტი – 2013-2017, ვებ გვერდის ადმინისტრატორი, ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერი – 2010-2013.