ლინდა ციცქიშვილი - საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზო საფეხურის (MYP) კოორდინატორი

პროგრამის კოორდინატორები

სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ამავე დროს იგი მუშაობდა კორესპონდენტად გაზეთში. მალევე დაიწყო მუშაობა თბილისის ბაირონის სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად. იგი ასევე ასწავლიდა თბილისის საერთაშორისო სახლში და “ახალ სკოლაში”.
აქვს  ინგლისური ენის რამდენიმე სერტიფიკატი (FCE, CAE…), ასევე ინგლისური ენის მასწავლებლის სერტიფიკატი (CELTA, CAM, CELTYL და BET) და ინგლისური ენის მასწავლებლის დიპლომი (DELTA).
2014 წელს დაიცვა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი.
ლინდა ციცქიშვილი ამჟამად მუშაობს ,,ევროპული სკოლის“ საერთაშორისო სექტორის საბაზო საფეხურის კოორდინატორის თანამდებობაზე.