მაია გოგოლაძე - ქართული პროგრამის საშუალო საფეხურის კოორდინატორი

პროგრამის კოორდინატორები

2000 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი სპეციალობით რუსული ენა და ლიტერატურა.

2002 წელს წარჩინებით დაამთავრა მაგისტრატურა სპეციალობით სლავური ენები.

2005 წელს დაამთავრა ასპირანტურა, დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

2002-2007 წწ. მუშაობდა სლავური ენების კათედრაზე პოლონური ენის მასწავლებლად.

2006 -2007 წწ. მუშაობდა წმინდა გიორგის სახელობის საერო სკოლაში რუსული ენის მასწავლებლად.

ასპირანტურაში სწავლის პერიოდში სტაჟირება გაიარა პოლონეთში ქ. ლიუბლინში მარია კიური – სკლადოვსკაიას სახ. უნივერსიტეტში, სადაც გადაეცა სერტიფიკატი და დიპლომი.

2012 წ. სექტემბერ – დეკემბერში გაიარა დისტანციური კურსი «Методика преподавания русского как иностранного» ლომონოსოვის სახ. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აიღო სერტიფიკატი და დიპლომი.

მაია გოგოლაძე არის ათამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

მაია გოგოლაძე არის მასწავლებლის სახლის ტრენერი და ერთ -ერთი მოდულის ავტორი. (რუსულ ენაში).