მანანა ჟამურაშვილი - ბიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი

მასწავლებელთა მხარდაჭერის გუნდი

დაამთავრა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგია-გეოგრაფიის  ფაკულტეტი – ბიოლოგია,  ბიოქიმიის სპეციალობით.

მუშაობდა ექიმ-ბაქტერიოლოგად კლიმატო-ბალნეოლოგიურ კვლევით ცენტრში.

აქვს პედაგოგიური 20 წლიანი გამოცდილება.

მუშაობდა საავტორო სკოლა-კომპლექს  “ბალავარში“  მრჩეველ-მეთოდისტად ბიოლოგიის დარგში.

ასევე,  გაეროს ასოციაციის  საერთაშორისო სკოლაში ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებლად.

სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარების  საფუძველზე მიენიჭა ბიოლოგიისა  და ბუნებისმეტყველების I-VI  კლასების მასწავლებლობის უფლება.

სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგად მიენიჭა  საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ასევე, მიენიჭა საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის სერტიფიკატი ბიოლოგიის ექსპერიმენტულ ნაწილში.

2008 წლიდან დღემდე  ასწავლის   “ევროპულ სკოლაში“.