მარინე ბეჟაშვილი - ქართული პროგრამის დაწყებითი საფეხურის კოორდინატორი

პროგრამის კოორდინატორები

1991 წელს დაამთავრა ივ.  ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, მოგვიანებით კი – მასწავლებელთა გადამზადების ინსტიტუტი დაწყებითი კლასების პედაგოგის სტატუსით.

1997-2007  წლებში  მუშაობდა N 147  სკოლაში ფსიქოლოგად და  დაწყებითი კლასების პედაგოგად.

2004  წლიდან მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების სამწლიანი ტრენინგის კურსის დასრულების შემდეგ  მონაწილეობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტ “ილია ჭავჭავაძის“ ფარგლებში ფასილიტაციის პროგრამაში,   საპილოტე სახელმძღვანელოების დანერგვის პროცესში ექსპერტის სტატუსით.

2010 წლიდან  არის განათლებისა და მეცნიერებათა სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მწვრთნელი.

2011-12 წწ. და 2013-14 წწ. იყო მენტორი მასწავლებელი. 2010 წელს მიენიჭა დაწყებითი საფეხურის (I-IV) მასწავლებლობის უფლება.

2013 წელს  მიიღო ქართული ენის (I-VI) მასწავლებლის სერტიფიკატი.

2012 წელს იყო ზოგადი უნარების  ტესტების გამსწორებელი. ჩართულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის შეფასების სქემაში.

2007  წლიდან მუშაობს “ევროპული სკოლაში“ დაწყებით კლასების მასწვლებლად, 2014 წლიდან არის დაწყებითი სწავლების კათედრის გამგე.