ნანა ფაცია - ხარისხის მართვის სამსახურის მენეჯერი

ხელმძღვანელი ადმინისტრაციული გუნდი

ნანა ფაცია არის ევროპული სკოლის  ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი და საერთაშორისო პროგრამის საბაზო საფეხურის (IB MYP) პერსონალური პროექტების კოორდინატორი.

ის ევროპული სკოლის საერთაშორისო სექტორში მუშაობს 2010 წლიდან და ბოლო ექვსი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა  პერსონალურ პროექტებს საბაზო საფეხურში (MYP), დაწყებით საფეხურში (PYP) ასწავლიდა კომპიუტერულ ტექნოლოგიებსა და ICT; იმავდროულად იყო საერთაშორისო პროგრამების ბიბლიოთეკის კოორდინატორი.

ნანა ფაციას აქვს სხვადასხვა პროექტში მონაწილეობის გამოცდილება. ევროპულ სკოლაში მოსვლამდე ის მუშაობდა ერთ-ერთ წამყვან ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომლის საქმიანობა ფოკუსირებული იყო ადამიანის უფლებათა დაცვის, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების, იურიდიული განათლების, მთავრობის ანგარიშვალდებულების გაზრდისა და სხვა მიმართულებებით.

ევროპულ სკოლაში საქმიანობის პარალელურად ნანა ფაცია ჩაბმული იყო სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში. 2013-2015 წლებში იყო  ბრიტანეთის საბჭოს ონლაინ პროგრამების კოორდინატორი; ხოლო 2015-2016 წლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერი და ატარებდა ტრენინგებს მასწავლებლებისთვის ‘მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამის’ ფარგლებში.

2008 წელს ნანა ფაციამ მოიპოვა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო აკადემიური ხარისხი საჯარო ადმინისტრაციის კვალიფიკაციით.

2005 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კონტროლის სისტემების ფაკულტეტი ინფორმაციული ტექნოლოგიების ეკონომიკაში გამოყენების სპეციალობითდა მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი.