რამაზ სართანია - საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის (DP) კოორდინატორი

პროგრამის კოორდინატორები

1990 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის სპეციალობით. 1991-1994 წლებში მუშაობდა დემოგრაფიის და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. 1995-1996 წლებში ლექციებს კითხულობდა თბილისის ეკონომიკურ ინსტიტუტში. 1996-1997 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტში მიგრაციის კომიტეტის უფროს სპეციალისტად.

არის მოგრაციის, ინფრასტრუქტურული განვითარების და  ეკონომიკის რეგიონული სტრუქტურიზაციის  საკითხებზე სამეცნიერო ნაშრომების ავტორი.

ამჟამად სწავლობს თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში მოსახლეობის გეოგრაფიის მიმართულებით ურბანიზაციის და ეკონომიკური განვითარების ურთიერთდამოკიდებულების ხარისხის საკითხებზე.

რამაზ სართანია ამჟამად მუშაობს ,,ევროპული სკოლის“ საერთაშორისო სექტორის სადიპლომო პროგრამის საფეხურის კოორდინატორის თანამდებობაზე.