სვეტლანა ლამბრიანოვა

სამეთვალყურეო საბჭო

დაამთავრა თბილისის ალ. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, დაწყებითი კლასების მასწავლებლის სპეციალობით. 1979-2002 წლებში სვეტალანა ლამბრიანოვა მუშაობდა მანგლისის საშუალო სკოლის პიონერთა ხელმძღვანელად,  დაწყებითი კლასების და ისტორიისა და საზოგადოებათმცოდნეობის მასწავლებლად, სკოლის დირექტორად. 2006-2016 წლებში იკავებდა ევროპული სკოლის ბორდის თავმჯდომარის თანამდებობას. 2016 წლის 5 ოქტომბერს სვეტლანა ლამბრიანოვა არჩეულ იქნა ევროპული სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად.