ქსენია გელოვანი

სამეთვალყურეო საბჭო

ქსენია გელოვანი 2016 წლის 5 ოქტომბერს აირჩიეს ევროპული სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად. იგი მანამდე მუშაობდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ბოლონიის პროცესის ხელშეწყობისა და ევროინტეგრაციის სამმართველოს კოორდინატორის პოზიციაზე. ცენტრში მუშაობის პერიოდში იყო ექსპერტი ევროკავშირის რეგიონალური პროექტის “MAHATMA“-ს, რომელიც ხორციელდებოდა სომხეთის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული ცენტრის მიერ. 2014 წელს ქსენია მუშაობდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის პროგრამის კოორდინატორის პოზიციაზე და ასევე იყო კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ცენტრის აღმასრულებელი საბჭოს წევრი. მას აქვს არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება მათ შორის: გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ადამინის უფლებათა უმაღლეს საბჭოში ჟენევაში, საერთაშორისო ბარისტერთა ასოცაციაში ლონდონის ოფისში, დენტ აბრამსის საადვოკატო ფირმაში ლონდონში იგი იყო ასევე გაერთიანებული სამეფოს შიდასახელმწიფო სამდივნოს საიმიგრაციო სამსახურის საერთაშორისო სამართლის ექსპერტი. ქსენია ლონდონში ადამიანის უფლებათა და თანასწორობის კვლევითი ასოციაციის თანადამფუძნებელია და იგი 2013 წელს , როგორც “მაღალცივილიზებული ახალგაზრდა მოქალაქე“ პენსილვანიის ფრანსეს ჰესელბეინის ლიდერთა აკადემის მიერ დაჯილდოვდა მედლით. ქსენია ბოლო 5 წლის განმავლობაში ასწავლიდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ვისტულას უნივერსიტეტში პოლონეთში, ფათის უნივერსიტეტში თურქეთში, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

ქსენია მონაწილეობდა ოცდათოთხმეტამდე საერთაშორისო კონფერენციასა და სიმპოზიუმზე, როგორც საერთაშორისო სამართლის, ისე განათლების საერთაშორისო პოლიტიკის და ლიდერშიფის. იგი იყო დუბლინის 2014 წლის “One Young World Summit”-ზე დელეგატი, მონაწილეობდა ქალთა ლიდერობის სიმპოზიუმზე ოქსფორდში მარგარეტ ტეტჩერის ცენტრში, ხოლო 2012-ში CSC Leaders -სა და HRH The Duke of Edinburgh Commonwealth Study Conference (ბრიტანული ფონდი) ერთობლივ პროექტში.

2008 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი საერთაშორისო საჯარო სამართლის მიმართულებით და სწავლა განაგრძო ბრიტანეთში ნოტინგემ ტრენტის უნივერსიტეტში, მოგვიანებით ლონდონში, ბელერბის კოლეჯში. ქსენიამ 2011 წელს დაამთავრა მაგისტრატურა საერთაშორისო საჯარო სამართლის მიმართულებით, ამავე პროგრამის ფარგლებში დაამთავრა “Global Leaders Program“-ა. იგი ასევე სწავლობდა ევროპის სამართალს ბრიტანეთის სამეფო კოლეჯში და ბრიტანეთის სამართლისა და პრაქტიკული სამართლებრიცი უნარჩვევების პროფესიულ კურსს ლონდონის ეკონოიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლაში. ამჟამად ქსენია არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ავსტრიის ალპენ-ადრიას უნივერსიტეტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი სასკოლო და მოზარდთა განათლების მენეჯმენტის მიმართულებით.

წევრი. მას აქვს არა ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება მათ შორი: გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ადამინის უფლებათა უმაღლეს საბჭოში ჟენევაში, საერთაშორის ბარისტერთა ასოცაციაში ლონდონის ოფისში, დენტ აბრამსის საადვოკატო ფირმაში ლონდონში და იყო საერთაშორისო სამართლის ექსპერტი გაერთიანებული სამეფოს შიდასახელმწიფო სამდივნოს საიმიგრაციო სამსახურის. ქსენია ლონდონში ადამიანის უფლებათა და თანასწორობის კვლევის ასოციაციის თანადამფუძნებელია და 2013 წელს პენსილვანიის ფრანსეს ჰესელბეინის ლიდერთა აკადემიამ დააჯილდოვა მედლით და აღიარა როგორც “მაღალცივილიზებული ახალგაზრდა მოქალაქე“ მისი საზოგადოებრივი ჩართულობისთვის. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ოცდათოთხმეტამდე საერთაშორისო კონფერენციასა და სიმპოზიუმზე როგორც საერთაშორისო სამართლი ისე განათლების პოლიტიკის და ლიდერშიფის შესახებ, იყო დუბლინის 2014 წლის “One Young World Summit” დელეგატი, მონაწილეობდა ქალთა ლიდერობის სიმპოზიუმზე ოქსფორდში მარგარეტ ტეტჩერის ცენტრში და ასევე 2012-ში მონაწილეობდა CSC Leaders -სა და HRH The Duke of Edinburgh Commonwealth Study Conference (ბრიტანული ფონდი) ერთობლივ პროექტში. ქსენიას აქვს 5 წლიანი აკადემიური სწავლების გამოცდილება მათ შორის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ვისტულას უნივერსიტეტშის, ფათის უნივერსიტეტში, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

2008 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო საჯარო სამართლის მიმართულებით იურიდიული ფაკულტეტი და განაგრძო სწავლა ბრიტანეთში ნოტინგემ ტრენტის უნივერსიტეტში, მოგვიანებით ბელერბის კოლეჯში ლონდონში და 2011 წელს დაამთავრა მაგისტრატურა საერთაშორისო საჯარო სამართლის მიმართულებით, ამა პროგრამის ფარგლებში დაამთავრა “Global Leaders Program“-ა ქოვენთრის უნივერსიტეტში. ის ასევე სწავლობდა ევროპის სამართალს ბრიტანეთის სამეფო კოლეჯში და ბრიტანეთის სამართლისა და პრაქტიკული სამართლებრიცი უნარჩვევების პროფესიულ კურსს ლონდონის ეკონოიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლაში. ამჟამად ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ავსტრიის ალპენ-ადრიას უნივერსიტეტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია სასკოლო და მოზარდთა განათლების მენეჯმენტის შესახებ.