მარინე ნაკაიძე

დაამთავრა ქ. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო- ეკონომიური ფაკულტეტი, შემდეგ პედაგოგთა გადამზადების ინსტიტუტი დაწყებითი კლასების პედაგოგის სტატუსით.

1994 წლიდან მუშაობდა მე-4 საჯარო სკოლაში პედაგოგად, ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც საქართველოში დანერგა საერთაშორისო პროგრამა”ნაბიჯ-ნაბიჯ“. 2007 წლიდან მუშაობს “ ევროპული სკოლის“ დაწყებითი კლასების მასწავლებლად.

თვითგანათლებისა და პედაგოგიური ზრდის მიზნით მოსმენილი აქვს სხვადასხვა ტრენინგი სწავლებისა და თანამედროვე მეთოდიკის საკითხებზე :  “ ნაბიჯ-ნაბიჯ“ პროგრამა, LINUX პროექტი “ირმის ნახტომი“, “განვითარებისა და სწავლის თეორიები“, საგნობრივი ტრენინგი ქართულ ენასა და ლიტერატურაში,  “ინკლუზიური სწავლება“ , “წერა -კითხვა კრიტიკული აზროვნებისათვის“.