TEDx ღონისძიება “ევროპულ სკოლაში“

2018 წლის 22 მაისს “ევროპულმა სკოლამ“ მეექვსედ უმასპინძლა ყოველწლიურ TEDxIBEuropeanSchool კონეფერენციას. ეს იყო ლიცენზირებული, დამოუკიდებლად ორგანიზებული ღონისძიება, რომელმაც გააცოცხლა TED-ისთვის დამახასიათებელი უნიკალური გამოცდილება. “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა წარმოადგინეს თორმეტი მოხსენება, გააჟღერეს ახალი ხედვები და იდეები. მოწვეულმა სპიკერმა, მუსიკოსმა პაპუნა შარიქაძემ აუდიტორიას, საინტერესო მოხსენებასთან ერთად, სასიამოვნო ჯაზური კომპოზიციაც შესთავაზა.
ღონისძიების თემა იყო “იპოვე საკუთარი შეხედულება.“ მოსწავლეებმა, პირად გამოცდილებასა და ღირებულებებზე დაყრდნობით, ფართო საზოგადოებას წარუდგინეს ახალი ხედვები, რომლებიც ორგანულად ერწყმოდა მათ ინტერესებს. სპიკერებმა დამსწრეებს საშუალება მისცეს, სხვადასხვა კუთხით შეეხედათ ისეთი საკითხებისთვის, როგორიცაა ფობია, მოდა, მეღვინეობა, ვეგანიზმი, თვით საშინაო დავალებაც კი. ღონისძიება ბევრისთვის შთაგონების წყაროდ და გონების სტიმულაციის საშუალებად გადაიქცა.

Share on: