ვიზიტი ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმში

“კულტურებს შორის განსხვავებებისა და მსგავსებების” სასწავლო თემის ფარგლებში, ჩვენი სკოლის IB დაწყებითი პროგრამის მე-4 კლასელები ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმს ესტუმრნენ.
მუზეუმში წარმოდგენილია ქართული, აღმოსავლური და ევროპული ფოლკლორული სიმღერების ნიმუშები და მუსიკალური ინსტრუმენტები.
გარდა მუსიკალური ინსტრუმენტებისა, ბავშვებმა დაათვალიერეს სხვადასხვა არტეფაქტები, ფოტო და ვიდეო მასალა.
მოსწავლეებს თან ახლდათ მათი მუსიკის მასწავლებელი, რომელთან ერთადაც მომდევნო გაკვეთილებზე გამოიყენებენ მუზეუმში მიღებულ ცოდნას.

Share on: