დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე

21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში მთელი “ევროპული სკოლა“ ჩაერთო. ცნობიერების ამაღლება დაუნის სინდრომის შესახებ და ამ დაავადების მქონე პირთა ინტეგრაცია საზოგადოებაში – ეს ის ორი უმთავრესი მიზანია, რომელსაც სკოლაში ჩატარებული ღონისძიებები ემსახურებოდა. მოსწავლეები შეუერთდნენ “ფერადი წინდების“ აქციას; მოაწყვეს პრეზენტაციები და საინფორმაციო შეხვედრები ქართულ და საერთაშორისო პროგრამებში; უმასპინძლეს დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებს, მათთან ერთად დაესწრნენ “თითების თეატრის“ სპექტაკლს და მსახიობების მიერ შემოთავაზებულ მასტერკლაშიც მიიღეს მონაწილეობა; ერთობლივად შექმნეს ნახატები. ბოლოს კი “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა სამახსოვრო სუვენირებითა და ტკბილეულით დაასაჩუქრეს სტუმრები.

 

Share on: