მიღების წესები

“ევროპულ სკოლაში”  სწავლა სამსაფეხურიანია.

სკოლის პირველ კლასში ჩაირიცხებიან ის მოსწავლეები, რომლებსაც სასწავლო წლის დაწყებამდე შეუსრულდათ 6 წელი.

სხვა სკოლებიდან გადმოსული მოსწავლეები ჩაირიცხებიან გასაუბრების შედეგად.

სკოლაში მოსწავლეთა ჩასარიცხად მოსწავლეთა მშობლები (კანონიერი წარმომადგენლები) წარმოადგენენ შემდეგ საბუთებს:

1. სააპლიკაციო ფორმა;

2. მოსწავლის დაბადების მოწმობის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;

3. მოსწავლის პირადობის მოწმობის, ან პასპორტის ასლი;

4. დედის პირადობის მოწმობის, ან პასპორტის ასლი;

5. მამის პირადობის მოწმობის, ან პასპორტის ასლი;

6. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის მოწმობის მქონე მოსწავლისთვის პირადი ნომრის მინიჭება /ქართულ ენაზე/;

7. მოსწავლის ჯანმრთელობის ცნობა /ფორმა N100/, ან ჯანმრთელობის დამადასტურებელი სხვა საბუთი იმ ქვეყნიდან, რომლიდანაც ჩამოხვედით;

8. მოსწავლის 2 ფოტოსურათი /3X4/;

9. საზღვარგარეთიდან ჩამოტანილი მოსწავლის განათლების დამადასტურებელი  საბუთი, ან სერტიფიკატი უნდა წარადგინოთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში  /ალექსიძის ქ. N1/ აღიარებისათვის;

10. ცნობა,  ან სხვა დოკუმენტი /პირადი საქმე/ იმ  საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, საიდანაც გადმოდის მოსწავლე და რომელიც ადასტურებს მოსწავლის მიერ წინა წლებში მიღებულ განათლებას (შეფასებას).