ენის კლუბი

ქართული, ინგლისური და რუსული

ენის შესწავლა თამაშის, სიმღერების ,  ლექსების, ზღაპრების, მულტიპლიკაციური ფილმების,  სპექტაკლების და დიალოგების საშუალებით ხდება.

ქართული სექტორის “ენის კლუბში” ვასწავლით  ინგლისურ და რუსულ ენებს. ინგლისური სექტორის “ენის კლუბში” კი ქართულს და რუსულს. თუმცა ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და თუ თქვენ თვლით , რომ მისთვის რამდენიმე ენის ერთად “შესწავლა” ჯერ ნაადრევია აირჩიეთ ერთი ან ჩაანაცვლეთ სხვა აქტივობით.