მარი ნებიერიძე

სამეთვალყურეო საბჭო

1995 წელს დაამთავრა “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ საინჟინრო – ეკონომიკური ფაკულტეტი. 1998 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 2001 წელს დაამთავრა “თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სინქრონული თარგმნის განყოფილება. 2008 წელს მიიღო ჰუმანიტარული მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი. 2000 – 2008 წლებში მუშაობდა “თბილისის წყალში“ ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსად. 2008 წლიდან დღემდე მუშაობს “საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში“ შიდა აუდიტის სამსახურის უფროსად. 2002 წლიდან დღემდე კითხულობს ლექციებს “კავკასიის უნივერსიტეტში“. 2016 წლის 5 ოქტომბერს არჩეულ იქნა “ევროპული სკოლის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად.