პიტერ გიტინსი - მრჩეველი კონსულტანტი

სამეთვალყურეო საბჭო

ბატონი პიტერ გიტინსი უკვე 30 წელია ჩართულია საერთაშორისო საგანმანათლებლო საქმიანობაში, როგორც მასწავლებელი და სკოლის ხელმძღვანელი. ავსტრალიის მოქალაქე, თავდაპირველად მოღვაწეობდა ისტორიისა და ინგლისური ენის მასწავლებლად პაპუა ახალ გვინეასა და ნეპალში. მოგვიანებით, ბატონი გიტინსი ხელმძღვანელობდა საერთაშორისო სკოლას ვიეტნამში, როგორც  დამფუძნებელი დირექტორი. იგი იყო დროებითი ხელმძღვანელი საერთაშორისო სკოლებისა შრი-ლანკაში 5 წლის განმავლობაში და გერმანიაში 6 წლის მანძილზე. ვიდრე იგი გახდებოდა რენესანსის საერთაშორისო სკოლის ხელმძღვანელი, ბატონი გიტინსი მუშაობდა საერთაშორისო სკოლების საბჭოს მრჩევლად, აკრედიტაციისა და გაუმჯობესების მიმართულებით. მას აქვს დიდი გამოცდილება სკოლის მართვის მიმართულებით და ატარებდა ტრენინგებს როგორც  საერთაშორისო ბაკლავრიატის (International Baccalaureate) სკოლებისა და მასწავლებელთა რეგიონალური კონფერენციის მომხსენებელი. 2017 წლის 3 აგვისტოს ბატონი გიტინსი არჩეულ იქნა ევროპული სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელ წევრად.