მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაციის პირველი შეხვედრა

27 ოქტომბერს “ევროპულ სკოლაში”  მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაციის (PTA ) პირველი შეხვედრა ჩატარდა.  სტუმრებს მიესალმა სკოლის აკადემიური დირექტორი სოფო ბაზაძე, რომელმაც დეტალურად  გააცნო  დამსწრეთ  ბოლოდროინდელი მიღწევები, მომავლის გეგმები, წარუდგინა მათ ახალი ადმინისტრაციული გუნდი. IB პროგრამების დირექტორი ქრისტო სტეინი IB განათლების უპირატესობებზე ესაუბრა მშობლებს; ამერიკულმა უმაღლესი სკოლის დირექტორმა ჯოზეფ ბლეიკმა დამსწრე საზოგადოებას კურსდამთავრებულთა საუნივერსიტეტო ჩარიცხვების შედეგების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია;  ასოციაციის კოორდინატორმა ქეთევან ნაჭყებიამ  მშობლებს ასოციაციის დანიშნულება აუხსნა,  PTA -ის მიზნები, სტრუქტურა და წევრების ფუნქციები გააცნო მათ.

მოგვიანებით მშობლებმა აირჩიეს ასოციაციის სამივე განყოფილების (ქართული პროგრამა, IB, AHS)  თავმჯდომარეები. გამოვლინდა, რომ ქართული პროგრამის მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაციის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა ლელა ხურცილავა, IB პროგრამების კომიტეტის – სოფო ბარნაბიშვილი, ამერიკული უმაღლესი სკოლის კომიტეტის კი – მაკა მეტრეველი. თითოეულმა გამოთქვა მზაობა და სურვილი, ჩაებას უფრო პოზიტიური გარემოს შექმნისა და სასიკეთო ცვლილებების დანერგვის პროცესში.

ცერემონიის დასასრულს  სამივე თავმჯდომარემ ერთად გაჭრა ტორტი.

Share on: