მოხატე ევროპული სკოლა

“ევროპული სკოლა” სკოლის შიდა ეზოში შენობის კედლების მოსახატად აცხადებს კონკურსს თემაზე: კულტურათა მრავალფეროვნება.

კედლების მოხატვის გამოცდილების მქონე სრულწლოვანმა კონკურსანტებმა 15 ივნისამდე განაცხადი უნდა გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: wallart@europeanschool.ge

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადს უნდა დაურთონ:

· ესკიზი
· ესკიზის კონცეფცია (მოკლე აღწერა)
· შესრულების ტექნოლოგია და გამოსაყენებელი მასალის შესახებ ინფორმაცია
· კონკურსანტის პორტფოლიო (ელექტრონული ფორმატით)

კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს.

პირველი ეტაპი

წარმოდგენილი ესკიზებიდან სკოლაში შექმნილი საკონკურსო კომისია შეარჩევს სამ საუკეთესო ნაშრომს. შერჩეული აპლიკანტები რეკომენდაციების გათვალისწინებით წარმოადგენენ დასრულებულ ესკიზს.

მეორე ეტაპი

კონკურსის მეორე ეტაპი დასრულდება 25 ივნისს. საკონკურსო კომისიის მიერ გამოვლინდება გამარჯვებული ესკიზი, რომლის ავტორსაც გადაეცემა ფულადი პრიზი.