სააქტო დარბაზი და ლონდონ ავენიუ

“ევროპული სკოლის” დარბაზი ზეიმის, დღესასწაულისა და საინტერესო შეხვედრების ადგილია. აქ იკრიბებიან “ევროპული სკოლის” ბენდის წევრები, იმართება კლასიკური მუსიკისა და “ყველაზე ნიჭიერის” კონკურსები, იდგმება თეატრალური წარმოდგენები, მოსწავლეები წარმოგვიდგენენ თავიანთ ნაფიქრსა და აღმოჩენებს.
დარბაზი აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის აუდიო სისტემითა და სასცენო განათებით, ლედ მონიტორებით პრეზენტაციების წარსადგენად და ვიდეო თუ კინოჩვენებების უზრუნველსაყოფად. აქვე დამონტაჟებულია უახლესი ტექნოლოგიის საკონფერენციო კამერა, რომელიც ხელს უწყობს პრეზენტაციების ინტერაქტიულ რეჟიმში წარმართვას. დარბაზში მოქმედებს უსაფრთხოებისა და ვენტილაციის სისტემები.

“ევროპულ სკოლას” შეემატა ახალი სივრცე – “London Avenue” და ის ძალიან მალე იქცა მოსწავლეთა საყვარელ ადგილად. ამ მყუდრო და კომფორტულ გარემოში ეწყობა მათი და მოწვეული სტუმრების ნამუშევრების გამოფენები. მოსწავლეები წარმოადგენენ პრეზენტაციებს და  ხვდებიან საინტერესო ადამიანებს.