ვახტანგ ჭეიშვილი

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი და საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი ეკონომისტის სპეციალობით. 1971-2001 წლებში მუშაობდა რუსთავის მეტალურგიული ქარხანაში სხვადასხვა თანამდებობაზე, იყო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის კომერციული, აღმასრულებელი და გენერალური დირექტორი. 2002-2008 წლებში მუშაობდა შპს “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ. 2008-2017 წლებში მუშობდა ევროპული სკოლის დირექტორის მრჩევლად ფინანსურ საკითხებში. 2017 წლის 3 აგვისტოს არჩეულ იქნა ევროპული სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად.