ნათია არაბული

ნათია არაბული – ქიმიის დოქტორი; სადისერტაციო ნაშრომი შესრულდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მოსკოვის ელემენტორგანული ნაერთების ინსტიტუტში (1995). გამოქვეყნებული აქვს სტატიები ისეთ სამეცნიერო ჟურნალებში, როგორებიცაა “Polymer Science, Part A, Polymer Chemistry“, “Macromolecular Chemistry and Physics”; არის წამყვანი პედაგოგი.

2012 წლიდან მუშაობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში – 2016 წლის აპრილამდე იყო ქიმიის საგნობრივ ექსპერტ-კონსულტანტი,  2016 წლის აპრილიდან დღემდე კი – ათასწლეულის გამომწვევის ფონდის მხარდაჭერით ცენტრში მიმდინარე მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სპეცილისტი (ქიმია).

სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეცნიერ-თანამშრომლად, ქიმიის პედაგოგად როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში ( მათ შორის – გ.ზალდასტანიშვილის სახ. ამერიკულ აკადემიაში); იყო ამერიკული ქიმიური საზოგადოების (ACS ) სრული წევრი.