ქეთევან ნაჭყებია - საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახურის მენეჯერი

ქეთევან ნაჭყებია 1986-1991 წლებიდან მოყოლებული, როდესაც ის სწავლობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე, მუშაობდა სხვადასხვა სამეცნიერო -კვლევით ლაბორატორიაში. მათ შორის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ”ფოტოსინთეზის ლაბორატორიაში”, დანიის ქ.ორხუსის უნივერსიტეტის ” გენთა ექსპრესიის ლაბორატორიაში” და ბოლოს, ივ. ბერიტაშვილის სახელობის ”ნეიროქიმიის ” ლაბორატორიაში, სადაც მან 2005 წელს დაიცვა დისერტაცია და მოიპოვა  ბიოლოგიის დოქტორის ხარისხი. პარალელურად ის დაკავებული იყო საგანმანათლებლო სექტორში თანმაშრომლობით , კერძოდ კი, სამედიცინო კოლეჯ ”აიეტში” და სამედიცინო ინსტიტუტ ”აიეტში” ასწავლიდა ბიოქიმიას და მოლეკულურ ბიოლოგიას.

2010 წლიდან, ქეთევან ნაჭყებიამ პედაგოგიური მოღვაწეობა გააგრძელა ”ევროპული სკოლის” საეთაშორისო ბაკალავრიატის საბაზო პროგრამაში, სადაც ეზიარა კონცეპტუალური და კონტექსტუალური სწავლების პრინციპებს. იგი იზიარებს მოსაზრებას, რომ სწავლა არ არის მხოლოდ კონკრეტული ასაკისთვის დამახასიათებელი  აქტივობა, ეს ცხოვრების წესია. ქეთევანი მუდმივად ეცნობა  განათლების თანამედროვე მიდგომებს, ენთუზიაზმით ეკიდება ყველა იმ საგანმანათლებლო ინიციატივას, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებულია  საზოგადოების აქტიური წევრების , მომავლის ლიდერების ჩამოყალიბების საშუალებად და ცდილობს, “ევროპული სკოლის”  მოსწავლეებიც ჩართოს  ასეთ ღონისძიებებში.

2017 წლიდან, ქეთევან ნაჭყებია ხელმძღვანელობს “ევროპული სკოლის” საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტრატეგიული კომუნიკაციის  დეპარტამენტს. ამ მიმართულებით მისი მუშაობის მთავარი პრინციპია ურთიერთობა და არა უბრალოდ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება.