ქეთი ბოჭორიშვილი

სამეთვალყურეო საბჭო

ქეთი ბოჭორიშვილის მას მენეჯმენტის სფეროში 22-წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის, 7 წელი საქართველოს საჯარო სექტორში უფროსი აღმასრულებლის თანამდებობაზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში იგი მუშაობდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე 4 მინისტრის მმართველობის პერიოდში. მისი საქმიანობის სფერო მოიცავდა ეკონომიკურ პოლიტიკას, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ექსპორტის ხელშეწყობასა და განვითარებას, ტურიზმის განვითარებასა და სარეკლამო კამპანიებს ეროვნულ და საერთაშორისო ბაზარზე. ქეთი ბოჭორიშვილის გამოცდილება მოიცავს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობას, რაც გულისხმობდა მაღალბიუჯეტიანი ეკონომიკური პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებას. ქეთი გახლდათ “ანაკლია სითის“ აღმასრულებელ დირექტორი 2017 -2020 წლებში. ბოჭორიშვილი ფლობს SDA Bocconi School of Management-ის (მილანი, იტალია) საერთაშორისო საჯარო მმართველობის მაგისტრის ხარისხს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრისა და ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო კონფლიქტების მოგვარებაში. იგი მონააწილეობდა სხვადასხვა გაცვლით ინტერკულტურულ პროექტში. Georgetown University-ის (აშშ), Iacocca Institute-სა (აშშ) და Charles University-ის (ჩეხეთი) პროგრამებში მონაწილეობით მან სამეწარმეო გამოცდილება და განათლება აიმაღლა. როგორც ევროპული სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ქეთი ბოჭორიშვილი აქტიურად ჩაერთო მიმდინარე პროექტებში და პროგრამებში, რომელიც მიზნად ისახავს ხარისხიანი საგანმანათლებლო სკოლისა და განათლების კერის შექმნას.