”აინშტაინის სკოლის” სიახლეები

”აინშტაინის სკოლამ”, რომელიც ”კანტის აკადემიამ” გასულ წელს ”ევროპულ სკოლასთან” პარტნიორობით გახსნა, 2019 წლის ზამთრის სეზონი განახლებული მოდულებითა და საინტერესო სიახლეებით დაიწყო.
“მომავლის ლაბორატორიასა” და “ევროპულ სკოლასთან” პარტნიორობით იწყება ინოვაციებზე დაფუძნებული სწავლების დანერგვა , რაც გულისხმობს მომავლის პროფესიების შესწავლას 8-დან 12 წლამდე მოზარდებში. ეს პროფესიებია: ციფრული პროდუქტებისა და ალგორითმების შექმნა, პროგრამირებისა და ციფრული ლოგიკის საფუძვლები,3D მოდელირება და 3D ბეჭდვა, რობოტების პროგრამირება და სხვ.

Share on: