1500+

მოსწავლე

750+

კურსდამთავრებული

6613620$

საუნივერსიტეტო დაფინანსება 2018-2023

36+

ეროვნება

8

უცხო ენის სწავლება

440

თანამშრომელი

I-XII კლასები
მოსწავლეებს IB პროგრამებში, სადაც  ისინი ყოველმხრივ წახალისებულნი არიან პიროვნული თუ აკადემიური წარმატების მისაღწევად, აქვთ გამოწვევა, გამოირჩეოდნენ სწავლით. ევროპული სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) ოთხივე ავტორიზებულ პროგრამას:  დაწყებითი პროგრამა (PYP), I-V კლასები; საბაზო პროგრამა (MYP), VI-X კლასები; სადიპლომო პროგრამა (DP), XI-XII კლასები, კარიერული პროგრამა (CP), XI-XII კლასები.

VI-XII კლასები
ამერიკული უმაღლესი სკოლა, მრავალფეროვანი კურიკულუმითა და სტანდარტიზებული ტესტებისთვის მომზადებით, ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს გზას უხსნის ამერიკული განათლების სისტემისკენ. გარდა ამისა,  სკოლა მოსწავლეებს სხვადასხვა საგანში სთავაზობს უნივერსიტეტის დონის შესაბამის Advanced Placement (AP) კურსებს.

I-XII კლასები
ქართული პროგრამის სასწავლო გეგმა გამომდინარეობს სკოლის მისიიდან და ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას. ჩვენს მოსწავლეებს ვთავაზობთ თანამედროვე სწავლების ინოვაციურ მეთოდებს, რომლებიც შემუშავებულია მაღალკვალიფიციური პედაგოგებისა და სპეციალისტების მიერ ეროვნული და საერთაშორისო პროგრამების შერწყმისა და სტანდარტიზაციის გზით.

3-5 წლის აღსაზრდელებისთვის
ევროპული ბაღი ქართველსა და უცხოელ აღსაზრდელებს სწავლების ალტერნატივას სთავაზობს ქართული და ინგლისური სექტორების სახით; სპეციალურად პატარებისთვის შექმნილია მიმზიდველი და მრავალფეროვანი გარემო, რათა მათ გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.

ევროპული სკოლის ვიდეო ტური და 3D ვირტუალური ტური

“ევროპული სკოლის” პრომო-ვიდეო გაგაცნობთ სკოლას, მის აკადემიურ პროგრამებსა და კლასგარეშე აქტივობებს.

3D ვირტუალური ტურის საშუალებით დამოუკიდებლად ან გიდის თანხლებით დაათვალიერებთ “ევროპული სკოლის” გამორჩეულ ინფრასტრუქტურას, რომელიც მოსწავლეთა აკადემიური წარმატების მნიშვნელოვანი ფაქტორია.

მშობელთა ცნობარი

შემოთავაზებული ბმულებით სწრაფად და მოხერხებულად გაეცანით მშობელთათვის საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას ევროპული სკოლის მოსწავლეთა ჩაცმულობის, საკვების, ტრანსპორტისა თუ სკოლის სხვა სერვისების შესახებ.

ციფრული ტრანსფორმაცია

ციფრული ტრანსფორმაცია არის ფიზიკური და ფილოსოფიური ცვლილება, რომელიც პასუხობს მოსწავლეთა მზარდ მოთხოვნებს. “ევროპული სკოლა” არის ციფრული ტრანსფომაციის განმახორციელებელი სკოლა, სადაც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს საშუალება აქვთ, გამოიყენონ ციფრული უნარები თანამედროვე, ინოვაციებზე დაფუძნებული განათლების მისაღებად. ჩვენი სკოლა ეს არის ეკოსისტემა, რომელშიც შერწყმულია ტექნოლოგია, მაღალხარისხიანი სწავლება და უსაფრთხოება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით. ციფრული ტრანსფორმაციის განხორციელება “ევროპულ სკოლაში” უზრუნველყოფს თანამშრომლობითი, ინტერაქტიული და პერსონიფიცირებული
სასწავლო გარემოს შექმნას.

STEAM სკოლა

ევროპული სკოლა არის STEAM  სასწავლებელი, რომელიც მოსწავლეებს სთავაზობს ინფრასტრუქტურას ინოვაციებისთვის, აძლევს ცოდნას და უვითარებს თანამედროვე უნარებს.
მომავლის პროფესიების აკადემიური პროგრამის დანერგვისა და STEAM-ზე დაფუძნებული ინოვაციების შექმნის მიზნით გაიხსნა სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (ფაბლაბ), რომელიც აღჭურვილია კომპიუტერიზებული დანადგარებით და მოსწავლეები ეუფლებიან: ინდუსტრიული რობოტების პროგრამირებას, დრონების პროგრამირებას, 3D მოდელირებას, 3D ბეჭდვას და სხვ.

ჩვენი კურსდამთავრებულები

ევროპულ სკოლაში კურსდამთავრებულთა ასოციაციაა, რომელიც მიზნად ისახავს როგორც სკოლასა და კურსდამთავრებულებს შორის კავშირების გაღრმავებას, ისე თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს გამოწვევებზე რეაგირებას.

აკრედიტაცია

პარტნიორები