კვების სისტემა
“ევროპული სკოლა“ სკოლის ტერიტორიაზე არსებულ სასადილოსა და კაფეტერიაში მოსწავლეებსა და თანამშრომლებს სთავაზობს მრავალფეროვან, ჯანსაღ და გემრიელ საკვებს, რომლის ოთხმოცდაათი პროცენტი მზადდება ადგილზე, ჩვენი გამოცდილი, პროფესიონალი მზარეულების მიერ. სასადილო ცდილობს, ძირითადად გამოიყენოს ადგილობრივი პროდუქცია, რომელიც ინარჩუნებს კვებით ღირებულებას მოკლე მანძილზე, ტრანსპორტირებიდან გამომდინარე. საკვების ხარისხიანობის უზრუნველსაყოფად კერძები მზადდება ყოველდღიურად, ახალი პროდუქტით. კვების მენიუ, რომელიც სასურველი ენერგიის დონეს უნარჩუნებს მოსწავლეებს მთელი დღის მანძილზე, შედგენილია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით.
საუზმისა და სადილის მირთმევა შესაძლებელია სკოლის სასადილოსა და კაფეტერიაში, რომელიც ემსახურება დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებსა და სკოლის თანამშრომლებს. საუზმისა და სადილის დროს მოსწავლეები ითვისებენ მაგიდასთან ქცევის წესებს, ურთიერთობენ თანატოლებთან კომფორტულ გარემოში. მოსწავლეებს შეუძლიათ, სახლიდან მოიტანონ საკვები, თუ არ სარგებლობენ სკოლის კვებით.
ვირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად სკოლის სასადილო და კაფეტერია ადაპტირდა და მოეწყო ახალი რეგულაციების სრული დაცვით. შეიცვალა კვების განრიგი, დაცულია დისტანცია სკამებსა და მაგიდებს შორის, საკვების მომზადებისას გათვალისწინებულია საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრის რეკომენდაციები.
მენიუ I-V კლასები
მენიუ VI-XII კლასები (სასადილო)
მენიუ VI-XII კლასები (კაფეტერია)
სკოლის სასადილო ფუნქციონირებს მთელი დღის მანძილზე. ბარათების სისტემა ბარათებით იხდიან საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. ინდივიდუალურ ID ბარათს აქვს მოსწავლის ფოტო და კოდი, რომელიც იძლევა საშუალებას, ტურნიკეტთან გატარებისას წინასწარ გადახდილი თანხა ჩამოიჭრას ანგარიშიდან. პროცესი მარტივი და კომფორტულია. |
კაფეტერია (VI სართული)
Birthday Box
![]() |
როგორ აღნიშნო დაბადების დღე “ევროპულ სკოლაში?“ დაბადების დღე ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული დღეა და მას ყველა თავისებურად აღნიშნავს. თუმცა, ხშირად რთულია მისი ორგანიზება, როცა გასათვალისწინებელია სტუმრების რაოდენობა, ლოკაცია, გარემო. ჩვენი სკოლის კაფეტერია უზრუნველყოფს დაბადების დღის მენიუს თქვენი შვილისა და მისი მეგობრებისათვის.
დაბადების დღე სკოლაში |