სიახლეები
ნიკოლოზ ცქიტიშვილმა “ევროპული სკოლის“ კალათბურთის გუნდს გამოცდილება გაუზიარა
8 აპრილს, “ევროპული სკოლას“ ესტუმრა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და ვეტერანი კალათბურთელი ნიკოლოზ ცქიტიშვილი, რომელმაც “ევროპული სკოლის“ კალათბურთის გუნდის მოთამაშეებს საკალათბურთო მასტერკლასი ჩაუტარა და გამოცდილება გაუზიარა.
“სპორტი პირველ რესპუბლიკაში“ - გიორგი დარჯანიას ლექცია ევროპული სკოლის მოსწავლეებისთვის
8 აპრილს, “ევროპული სკოლის“ ბიბლიოთეკას სპორტული ჟურნალისტი გიორგი დარჯანია ესტუმრა და სკოლის მოსწავლეებს მისი ავტორობით გამოცემული წიგნიდან - “სპორტი პირველ რესპუბლიკაში“, საინტერესო ამბები გაუზიარა. წიგნში განხილულია 1918-1921 წლების განმავლობაში, სპორტის განვითარების დინამიკა და სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები, რომელიც კარგად გადმოსცემს იმ დროს საქართველოში არსებულ ვითარებას როგორც პოლიტიკური, ასევე სპორტული თვალსაზრისით.
სწრაფი ანგარიშის მარათონი – მათემატიკური უნარების განვითარება თამაშით
“ევროპული სკოლის“ დაწყებითი საფეხურის მე-3, მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა “სწრაფი ანგარიშის მარათონი“, რომლის მიზანი იყო მათემატიკური აზროვნების გააქტიურება, ანგარიშის სისწრაფისა და სიზუსტის გაუმჯობესება, ასევე რიცხვებთან ოპერირების უნარის განვითარება თამაშისა და ჯანსაღი კონკურენციის ფორმით.
პერსონალური გამოფენა
20 მარტს “ევროპული სკოლის“ მოსწავლის, ანნა ვადაჭკორიას, ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ანნას მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი ნახატები.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად “ევროპულ სკოლაში“ განსაკუთრებული შეხვედრა გაიმართა. სტუმრად იყო ქართული ცეკვის ქორეოგრაფი, საბა ბერიაშვილი.
ფილმის ჩვენება -“არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა – ახალი ჰორიზონტი”
13 მარტს “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის გაიმართა დოკუმენტური ფილმის “არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა – ახალი ჰორიზონტი.” ჩვენებას ესწრებოდნენ ინტერდისციპლინურ პროექტებში ჩართული მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები.
,,ევროპული სკოლის“ მოსწავლეები თბილისის გაეროს მოდელირების 21-ე სესიაზე
27, 28 თებერვალსა და 1 მარტს, საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართა თბილისის გაეროს მოდელირების 21-ე სესია.
გამომცემლობა “არტანუჯმა“ “ევროპული სკოლის“ ბიბლიოთეკას სპორტულ თემატიკაზე გამოცემული წიგნები გადასცა
26 თებერვალს, “ევროპულ სკოლას“ გამომცემლობა “არტანუჯის“ სპორტული მიმართულების ხელმძღვანელი ვაჟა სიმონიშვილი და სპორტული ჟურნალისტი ილია ნანობაშვილი ესტუმრნენ და სკოლის ბიბლიოთეკას სპორტულ თემატიკაზე გამოცემული წიგნები გადასცეს. ამერიდან, სკოლის მოსწავლეებს შეეძლებათ რომ ბიბლიოთეკაში ისეთ საინტერესო წიგნებს გაეცნონ, როგორებიც გახლავთ: ილია ნანობაშვილის “სად მივდივართ? ევროპაში“, ლევან ბერძენიშვილის “ფეხბურთის კაცი“, გოჩა კაჭარავას “ლებრონ ჯეიმსი“, ილია ბაბუნაშვილის “პეპ გვარდიოლა“ და ბევრი სხვა.
მეა მოლი ფაისანის საერთაშორისო წარმატება
ქართული პროგრამის IV კლასის მოსწავლე მეა მოლი ფაისანი გახდა საერთაშორისო კონკურს Golden Dream 2026 -ის გამარჯვებული. კონკურსი გაიმართა ლას ვეგასში და გააერთიანა სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა ტალანტები.
შეხვედრა საუნივერსიტეტო მრჩეველთან
10 დეკემბერს “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის უფროსკლასელებს საუნივერსიტეტო ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამსახურის გუნდის წარმომადგენლები შეხვდნენ და ესაუბრნენ სამომავლოდ კარიერის დაგეგმვასა და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებზე. ინტერაქციულ რეჟიმში მოსწავლეებმა დასვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები და ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს პროფესიონალი მრჩეველებისგან.
პერსონალური გამოფენა
8 დეკემბერს “ევროპულ სკოლაში“ გაიმართა ქართული პროგრამის პირველი კლასის მოსწავლის ანიტა თარგამაძის ნახატების პერსონალური გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბოლო ერთი წლის განამვლობაში შექმნილი ნახატები: პეიზაჟები, ნატურმოპრტები და სხვ. ღონისძიება გახსნეს ხელოვნების დეპარტამენტის ხელმძღავნელმა და ხელოვნების პედაგოგმა. ანიტას ნამუშევრებით აღფრთოვანებულები დარჩნენ მისი მეგობრები და თანაკლასელები.