სკოლის სიმბოლოები

ლოგოს ოთხი სიმბოლო “ევროპული სკოლის“ იდენტობის სხვადასხვა ასპექტს გამოხატავს:
ვარსკვლავი – სრულყოფილებისკენ სწრაფვა და მაღალი მიზნები, ჩვენი სურვილი, მივაღწიოთ უმაღლეს სტანდარტებს და თითოეულ მოსწავლეს საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენაში დავეხმაროთ.
ჯვარი – ღირებულებები და მიზანი, ის პრინციპები, რომლებიც ჩვენს საზოგადოებას აერთიანებს და განსაზღვრავს, როგორ ვსწავლობთ, ვლიდერობთ და ვქმნით დადებით ცვლილებებს.
მგელი – სიმამაცე, ძალა და ერთიანობა, ერთობის, შეუპოვრობისა და ლიდერობის ის სულისკვეთება, რომელიც “ევროპული სკოლის“ საზოგადოებას აერთიანებს.
ციხესიმაგრე – შთაგონებული ახალი კამპუსით, მემკვიდრეობა, აღმოჩენა და მომავალი, ჩვენი ისტორიის გაგრძელება და ახალი შესაძლებლობებისკენ გახსნილი კარი.
ერთად ეს სიმბოლოები “ევროპული სკოლის“ ისტორიასა და მომავალს აერთიანებს.

“ევროპული სკოლის” ჰიმნი
მუსიკა: რუსუდან სებისკვერაძე
ტექსტი: თამარ გულაშვილი
მზე ამოდის, დღე იწყება ნათელი,
მზის სხივებზე ივლის ყველა ქართველი,
მზის ნათელში ბრწყინავს ცოდნის ტაძარი
მუდამ რეკდეს, გუგუნებდეს აქ ზარი.
მზის ნათელში ბრწყინავს ცოდნის ტაძარი,
მუდამ რეკდეს, გუგუნებდეს აქ ზარი.
გაანათე, მზეო მრავალჟამიერ,
გაანათე, მრავალჟამიერ!
გაანათე, მზეო მრავალჟამიერ,
გაანათე, მრავალჟამიერ!
მრავალჟამიერ!