მშობელთა ცნობარი
კვების სისტემა
ევროპული სკოლა“ სკოლის ტერიტორიაზე არსებულ სასადილოსა და კაფეტერიაში მოსწავლეებსა და თანამშრომლებს სთავაზობს მრავალფეროვან, ჯანსაღ და გემრიელ საკვებს, რომლის ოთხმოცდაათი პროცენტი მზადდება ადგილზე, ჩვენი გამოცდილი, პროფესიონალი მზარეულების მიერ. სასადილო ცდილობს, ძირითადად გამოიყენოს ადგილობრივი პროდუქცია, რომელიც ინარჩუნებს კვებით ღირებულებას მოკლე მანძილზე, ტრანსპორტირებიდან გამომდინარე. საკვების ხარისხიანობის უზრუნველსაყოფად კერძები მზადდება ყოველდღიურად, ახალი პროდუქტით. კვების მენიუ, რომელიც სასურველი ენერგიის დონეს უნარჩუნებს მოსწავლეებს მთელი დღის მანძილზე, შედგენილია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით.
მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაცია
მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაცია მოწოდებულია, გაამდიდროს მოსწავლეთა და მშობელთა გამოცდილება და ხელი შეუწყოს მათ კეთილდღეობას "ევროპულ სკოლაში" ყოფნისას. მისი მთავარი ამოცანებია: • წაახალისოს მშობელთა ჩართულობა სასკოლო ღონისძიებებში; • გაამყაროს ურთიერთობა მშობლებს, მოსწავლეებს, მასწავლებლებს, თანმაშრომლებსა და დამფუძნებლებს შორის; • ხელი შეუწყოს ინფორმაციის გაზიარებას მშობლებსა და სკოლის ადმინისტრაციას შორის.
ჩვენი კლუბები
სასწავლო გარემოს გასაძლიერებლად და გასამდიდრებლად სკოლა სხვადასხვა კლასგარეშე აქტივობას სთავაზობს იმ მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ სიახლეების დაუფლების სურვილი. ინდივიდუალური თუ ჯგუფური სპორტის სახეობები, ცეკვები, ხელოვნების, უცხოური ენების, რობოტიქსისა და პროგრამირების წრეები – ამ კლუბებში აქტივობები განსხვავებულია მოსწავლეთა ასაკის გათვალისწინებით და დამოკიდებულია მოზარდთა ინტერესებზე. კლუბებს ხელმძღვანელობენ პროფესიონალი მწვრთნელები და პედაგოგები. გარდა ამისა, ჩვენი მოსწავლეები მთელი წლის განმავლობაში მონაწილეობენ მოსწავლეთა თვითმმართველობისა და საზოგადოებრივი სამსახურის ღონისძიებებში.