სკოლის ტრანსპორტი

“ევროპულ სკოლაში“ დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა უსაფრთხო, ეფექტიან, კომფორტულ ტრანსპორტირებას. ჩვენი გამოცდილი მძღოლები მართავენ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ თანამედროვე ავტობუსებს, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა უბნის განსაზღვრული გაჩერებებიდან მითითებულ დროებში ახდენენ მოსწავლეთა ტრანსპორტირებას.

ავტობუსები აღჭურვილია GPS მოწყობილობებით. მშობლებისთვის ხელმისაწვდომია ავტობუსების გადაადგილების მონიტორინგის აპლიკაცია, რომელიც სკოლის ტრანსპორტის მონიტორინგის სისტემის ნაწილია და აძლევს საშუალებას მშობლებს, დააკვირდნენ იმ ავტობუსის გადაადგილებას და ლოკაციის ადგილს რეალურ დროში,   რომლითაც მათი შვილები მგზავრობენ.

სკოლის ავტობუსი მოსახერხებელი, საიმედო სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც სკოლის საზოადოების ერთიანობას უწყობს ხელს. მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა დაიცვან სკოლის ავტობუსში  ქცევის წესები და პოზიტიური, ჰარმონიული ატმოსფერო შექმნან ყოველდღიური მგზავრობისას თანატოლებთან ერთად.

ტრანსპორტის საკითხებთან დაკავშირებული შეკითხვებით გთხოვთ, მიმართოთ ტრანსპორტის განყოფილებას ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: schoolbus@europeanschool.ge

ან დარეკოთ მიმღებში ტელეფონის ნომერზე: (+995 32) 2 39 59 64

თუ ჯერ არ ხართ დარეგისტრირებული, სკოლის ტრანსპორტით სარგებლობისთვის გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა: https://shorturl.at/fmD46

პარკირების ზონაში მოსწავლეთა ჩამოსმა ავტომობილებიდან

ჩვენი მიზანია, მშობლებმა სკოლის პარკირების ზონაში უსაფრთხოდ მოახდინონ მოსწავლეების ჩამოსმა ავტომობილებიდან. გთხოვთ, მიჰყვეთ ინსტრუქციას: https://shorturl.at/dmFGI

 

გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა ამ გამოკითხვაში: რა არის ის მთავარი მიზეზი, რის გამოც არ სარგებლობთ სკოლის ტრანსპორტით?  https://shorturl.at/HLM29

 

სკოლის ტრანსპორტში ქცევის პოლიტიკა