კურსდამთავრებულთა ასოციაცია
“ევროპული სკოლის” კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის 11-წლიანმა გამოცდილებამ დაადასტურა “ევროპული სკოლის” ერთ-ერთი პრიორიტეტის მართებულობა – “ევროპული სკოლელობა” სტატუსია არა მხოლოდ “ევროპულ სკოლაში” მოსწავლეობის წლებში, არამედ მისი დამთავრების შემდგომაც. კურსდამთავრებულებისთვის, რომლებიც წარმატებით ირიცხებიან და ასევე წარმატებით აგრძელებენ სწავლას საქართველოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში, ევროპისა და ამერიკის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში “ევროპული სკოლელობა” გამაერთიანებელი ნიშაა, რომლითაც ამაყობენ, რომელსაც აფასებენ და ერთმანეთთან ურთიერთობით ამყარებენ.
ამის დასტურია “ევროპული სკოლის” “კურსდამთავრებულთა ასოციაცია“, რომელიც 8 წლის წინ დაფუძნდა. ასოციაცია ხელს უწყობს “ევროპულ სკოლასა” და “ევროპულ სკოლელებს” შორის უწყვეტი კავშირის ორგანიზებას და სკოლის სიძლიერეს და, რაც მთავარია, თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს გამოწვევების შესაბამისი პრიორიტეტების წამოწევას.
კურსდამთავრებულთა ასოციაციის თავმჯდომარე |
ძვირფასო “ევროპული სკოლის“ წევრებო, კურსდამთავრებულებო, მეგობრებო, მერგო პატივი, ვუხელმძღვანელო “ევროპული სკოლის“ კურსდამთავრებულთა ასოციაციას. “ევროპულ სკოლაში“ მეორე კლასიდან სკოლის დამთავრებამდე ვისწავლე, რა დროშიც ბავშვობისა და მოზარდობის გარდამტეხი პერიოდები გამოვიარე, ბევრი თანატოლი და საყვარელი უფროსი ადამიანი გავიცანი. იყო საინტერესო გამოწვევები, თუმცა, სკოლის დასრულების შემდეგ უფრო მეტი სირთულე გადავლახე, რომლებსაც სკოლაში მიღებული გამოცდილებებით მომზადებული შევხვდი. სკოლის დასრულების შემდეგ მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ და გაჭირვებულ ქვეყნებშიც მომიწია ყოფნა, ისეთ წერტილებში, სადაც ბევრი კეთილი საქმის თანამონაწილე გავხდი. დავრწმუნდი, თუ რამხელა ძალა აქვს კეთილმოსურნე ადამიანების ერთიან მოქმედებას, და რომ ყველაზე უიმედო სიტუაციებშიც კი, შედეგიანია რამდენიმე ადამიანის გულწრფელი მცდელობა, აკეთოს სიკეთე. რაც შეეხება კურსდამთავრებულთა ასოციაციას, ვფიქრობ, შეგვიძლია იგი, საუკეთესო განათლებითა და მრავალმხრივი უნარებით აღჭურვილი კურსდამთავრებულების მეოხებით, სიკეთის ბირთვად ვაქციოთ. ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია და უამრავი შესაძლებლობა გვაქვს. ძალიან მიხარია, რომ მომეცა საშუალება, თქვენთან ერთად გავიგო, თუ რომელი აგური იქნება ჩვენი დასადები იმ სიკეთის კედელზე, რომელსაც ჩვენი სკოლის შემქნელები უკვე წლებია აშენებენ. პატივისცემით და სიყვარულით, |
სკოლის ინფრასტრუქტურის დაჯავშნა