1700+
მოსწავლე
835
კურსდამთავრებული
7377100$
საუნივერსიტეტო დაფინანსება 2018-2024
36
ეროვნება
8
უცხო ენის სწავლება
500+
თანამშრომელი
I-XII კლასები
მოსწავლეებს IB პროგრამებში, სადაც ისინი ყოველმხრივ წახალისებულნი არიან პიროვნული თუ აკადემიური წარმატების მისაღწევად, აქვთ გამოწვევა, გამოირჩეოდნენ სწავლით. ევროპული სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) ოთხივე ავტორიზებულ პროგრამას: დაწყებითი პროგრამა (PYP), I-V კლასები; საბაზო პროგრამა (MYP), VI-X კლასები; სადიპლომო პროგრამა (DP), XI-XII კლასები, კარიერული პროგრამა (CP), XI-XII კლასები.
VI-XII კლასები
ამერიკული უმაღლესი სკოლა, მრავალფეროვანი კურიკულუმითა და სტანდარტიზებული ტესტებისთვის მომზადებით, ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს გზას უხსნის ამერიკული განათლების სისტემისკენ. გარდა ამისა, სკოლა მოსწავლეებს სხვადასხვა საგანში სთავაზობს უნივერსიტეტის დონის შესაბამის Advanced Placement (AP) კურსებს.
I-XII კლასები
ქართული პროგრამის სასწავლო გეგმა გამომდინარეობს სკოლის მისიიდან და ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას. ჩვენს მოსწავლეებს ვთავაზობთ თანამედროვე სწავლების ინოვაციურ მეთოდებს, რომლებიც შემუშავებულია მაღალკვალიფიციური პედაგოგებისა და სპეციალისტების მიერ ეროვნული და საერთაშორისო პროგრამების შერწყმისა და სტანდარტიზაციის გზით.
3-5 წლის აღსაზრდელებისთვის
ევროპული ბაღი ქართველსა და უცხოელ აღსაზრდელებს სწავლების ალტერნატივას სთავაზობს ქართული და ინგლისური სექტორების სახით; სპეციალურად პატარებისთვის შექმნილია მიმზიდველი და მრავალფეროვანი გარემო, რათა მათ გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.