ლაბორატორიები
ინოვაციების ლაბორატორია FabLab
ევროპულ სკოლაში განთავსებულია რეგიონში პირველი სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია სკოლის სივრცეში.
FabLab აძლევს ჩვენს მოსწავლეებს უნიკალურ შესაძლებლობას, ჰქონდეთ ყოველდღიური შეხება უახლეს ტექნოლოგიებთან და შეიძინონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.
ევროპული სკოლის ფაბლაბი აღჭურვილია შემდეგი აპარატურით: ლაზერული მჭრელი, 3D პრინტერი, ინდუსტრიული რობოტის ხელი, პროგრამირებადი ჩარხი, სასერი პლოტერი, UV პრინტერი, ვაკუმ ფორმირების აპარატი, თერმო პრესი, ელექტრონიკის მაგიდა და სხვა ხელსაწყოები გამოგონებებისა და ინოვაციური პროექტების განსახორციელებლად.
კომპიუტერული ლაბორატორიები
კომპიუტერული ლაბორატორიები განკუთვნილია მოსწავლეებისთვის და პედაგოგებისთვის. ლაბორატორიებში მუშაობა შესაძლებელია როგორც MS Windows, ასევე Mac OS ოპერაციულ სისტემასთან. ოთხი ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე სამაგიდე კომპიუტერებით (Desktop Computers), ხოლო ერთი – ლეპტოპ კომპიუტერებით; ლაბორატორიაში კომპიუტერების რაოდენობა გათვლილია პრინციპით: ”ერთი მოსწავლე – ერთი კომპიუტერი!”; ყველა კომპიუტერი ჩართულია ინტერნეტში. ლაბორატორიებში იყენებენ ინტერქტიულ დაფას (IWB), პრინტერს, სკანერს, ვებკამერას, ყურთსასმენებს და სხვა ტექნოლოგიებს მაღალი ხარისხის სწავლების უზრუნველსაყოფად.
ლეგო
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ლაბორატორია
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ლაბორატორია მოიცავს როგორც ლაბორატორიული სამუშაოების, ასევე ლექცია-გაკვეთილების ჩასატარებელ სივრცეს. ლაბორატორიაში შექმნილია ყველა პირობა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი გაკვეთილებისა და ლაბორატორიული სამუშაოების ჩასატარებლად. დამონტაჟებულია კომპიუტერი და პროექტორი, აღჭურვილია ონკანებით.
ლაბორატორიას აქვს მდიდარი ვიდეოთეკა, სქემები, დიაგრამები, პლაკატები, ადამიანის ორგანოების მულაჟები. იგი აღჭურვილია გამადიდებელი ხელსაწყოებით – ლუპებით, თანამედროვე მიკროსკოპებით, ელექტრონული საწონებით, სპექტროფოტომეტრით, ელექტროფორეზის ჩასატარებელი მოწყობილობით და სხვა მრავალი ექსპერიმენტისთვის საჭირო საშუალებებით, რომელიც მოსწავლეებს აძლევს სასიცოცხლო პროცესებზე უშუალოდ დაკვირვების შესაძლებლობას.
აქვე ფუნქციონირებს მცენარეებით მდიდარი ორანჟერეა და აკვარიუმი.