ბიბლიოთეკა

“ევროპული სკოლის“ ბიბლიოთეკა ემსახურება სკოლის საზოგადოებას. მიგვაჩნია, რომ ბიბლიოთეკა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ყველა სკოლისა თუ საგანმანათლებლო დაწესებულების ცხოვრებაში. ჩვენი მიზანია, მოსწავლეებს მხარი დავუჭიროთ ძიებისა და კვლევის პროცესში, დავეხმაროთ კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარებაში.

“ევროპული სკოლის“ ბიბლიოთეკა გაერთიანებულია ერთი ფილოსოფიისა და მიზნების ირგვლივ და იყოფა ორი ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით: დაწყებითი საფეხურის ბიბლიოთეკა და საბაზო და საშუალო საფეხურის ბიბლიოთეკა.

საბაზო და საშუალო საფეხურის ბიბლიოთეკა – ორიენტირებულია სკოლის სასწავლო პროგრამების (საერთაშორისო ბაკალავრიატის MYP და DP; ამერიკული უმაღლესი სკოლა; ქართული პროგრამა) მხარდაჭერასა და ხელშეწყობაზე და ემსახურება მე-6-12 კლასის მოსწავლეებს.  საბაზო და საშუალო  სკოლების ბიბლიოთეკის კოლექცია ითვლის 10 000-ზე მეტ ბეჭდურ რესურსს სხვადასხვა ენაზე.

დაწყებითი საფეხურის ბიბლიოთეკა – წარმოადგენს სკოლის ბიბლიოთეკის ნაწილს და ემსახურება საერთაშორისო ბაკალავრიატის დაწყებითი საფეხურისა (PYP) და ქართული პროგრამის 1-5 კლასის მოსწავლეებს. ბიბლიოთეკის კოლექცია ითვლის 4000 წიგნს; წიგნები წარმოდგენილია  სხვადასხვა ენებზე.

გამოყოფილია სივრცეები ჯგუფური პროექტებისთვის, კომპიუტერებისთვისა და მეცადინეობისთვის. ბიბლიოთეკაში არის მოქნილი საპრეზენტაციო სივრცეც, რომელსაც შეუძლია, ერთდროულად 50 ადამიანი დაიტიოს.

ბიბლიოთეკის ციფრული რესურსები ხელმისაძვდომია 24/7 ბიბლიოთეკის მომხმარებლებისათვის.

ციფრული განათლებისა და ტექნოლოგიების გამოყენების მხარდასაჭერად, ახალგაზრდა მკვლევარებს აქვთ წვდომა მსოფლიოს უდიდეს ონლაინ სამეცნიერო ბიბლიოთეკეთებზე.

 

JSTOR ეს არის ციფრული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავს 12 000 000–ზე მეტ აკადემიურ ჟურნალს და წიგნს 75 დარგობრივი მიმართულებით.

 

Britannica School არის რესურსი დაწყებითი, საბაზო და საშუალო სკოლისთვის, რომელიც მოიცავს სტატიებს, მულტიმედიას, ინფორმაციას პირველადი წყაროებიდან, თამაშებსა და სხვა სასწავლო რესურსებს, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეებში კვლევითი უნარების განვითარებას.

Scholastic Learning Zone არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც პედაგოგებსა და სტუდენტებს საშუალებას აძლევს მიიღონ წდომა განათლების რესურსების მზარდ პორტალზე. მისი ელექტრონული ბიბლიოთეკა მოიცავს ინგლისურენოვან ლიტერატურას, რომელიც ადაპტირებულია მოსწავლეთათვის მე-3 დან მე-10 კლასების ჩათვლით.  პლათფორმაზე ხელმისაწვდომია 5000-ზე მეტი ელექტრონულიდა აუდიო წიგნი.  პროგრამა მკითხველს საშუალებას აძლევს მუდმივად შეამოწმოს ინგლისურის კითხვის უნარის დონე და პროგრესი, რაც შესაძლებელია თითოეული წიგნის წაკითხვის შემდეგ, სურვილისამებრ, ტესტის საშუალებით.

ციფრული განათლებისა და ტექნოლოგიების მხარდასაჭერად, პატარა მკითხველებს აქვთ წვდომა საბავშვო ელექტრონულ ბიბლიოთეკაზე Learning A-Z.  ეს არის კითხვითი კომპეტენციის გასაუმჯობესებელი ვებგვერდი, რომელზეც განთავსებულია 2,500-ზე მეტი წიგნი და უამრავი სასწავლო მასალა, რომლის გადმოტვირთვაც შესაძლებელია (მასალა ხელმისაწვდომია ინგლისურ, ესპანურ და ფრანგულ ენებზე)

პლაგიატის პრევენციისა და აღმოფხვრის მიზნით “ევროპულ სკოლაში“ დაინერგა პლაგიატის ამოცნობის სპეციალური პროგრამა Turnitin, რომელიც ტექსტებს შორის მსგავსების დადგენასა და პლაგიატის აღმოჩენას ემსახურება. Turnitin ხელმისაწვდომია სადიპლომო და ბაზო და საშუალო პროგრამოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის და ინტერგირებულია IB სკოლების სასწავლო პლატფორმასთან Managebac.

“ევროპული სკოლა“ მჭიდროდ თანამშრომლობს “საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან“ სხვადასხვა ლიტერატურული და საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში, რაც მოსწავლეებს შორის ხელს უწყობს წიგნიერების ამაღლებას.

 

ბიბლიოთეკით სარგებლობის სახელმძღვანელო

 

დაგვიკავშირდით:

ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი
ნანა ფაცია
n.patsia@europeanschool.ge
საშუალო და მაღალი საფეხურის ბიბლიოთეკარი
თამარ ბეჟუაშვილი
tamar.bezhuashvili@europeanschool.ge
დაწყებითი საფეხურის ბიბლიოთეკარი
ნინო კახიანი
n.kakhiani@europeanschool.ge
ბიბლიოთეკის ასისტენტი
საბინა ჯაფაროვა
sabinajafarova@europeanschool.ge