მიღება-ჩარიცხვის პროცესი

ევროპული სკოლა გადავიდა მიღება-ჩარიცხვის ელექტრონულ პროცესზე, რისთვისაც ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე და მოწინავე ტექნოლოგიურ პორტალს OppenApply. ონლაინ აპლიკაცია მნიშვნელოვნად ამარტივებს მიღება-ჩარიცხვის პროცედურებს და შესაძლებლობას აძლევს მშობლებს და აპლიკანტებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეავსონ განაცხადები, ატვირთონ საბუთები, ფოტოები და განახორციელონ გადახდის ტრანზაქციები. OpenApply თავსებადია სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიებთან, როგორებიცაა ონლაინ გადახდების პორტალი, ავტომატური ტექსტური შეტყობინება და ავტომატური ელექტრონური ფოსტა.

განაცხადის შესავსებად გთხოვთ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე https://es.openapply.com/