სააქტო და საგამოფენო დარბაზები

“ევროპული სკოლის” სააქტო დარბაზი ზეიმის, დღესასწაულისა და საინტერესო შეხვედრების ადგილია. აქ იმართება კლასიკური მუსიკის კონკურსები, იდგმება თეატრალური წარმოდგენები, ტარდება სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციები, TEDx ღონისძიებები, სადაც მოსწავლეები წარმოგვიდგენენ თავიანთ ნაფიქრსა და აღმოჩენებს.
დარბაზი აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის აუდიო სისტემითა და სასცენო განათებით, ლედ მონიტორებით პრეზენტაციების წარსადგენად და ვიდეო თუ კინოჩვენებების უზრუნველსაყოფად. აქვე დამონტაჟებულია უახლესი ტექნოლოგიის საკონფერენციო კამერა, რომელიც ხელს უწყობს პრეზენტაციების ინტერაქტიულ რეჟიმში წარმართვას. დარბაზში მოქმედებს უსაფრთხოებისა და ვენტილაციის სისტემები.

“ევროპული სკოლის“ საგამოფენო დარბაზი  ძალიან მალე იქცა მოსწავლეთა საყვარელ ადგილად. ამ მყუდრო და კომფორტულ გარემოში ეწყობა მათი და მოწვეული სტუმრების ნამუშევრების გამოფენები. მოსწავლეები წარმოადგენენ პრეზენტაციებს და  ხვდებიან საინტერესო ადამიანებს.