საშაბათო სკოლა
“ევროპული სკოლის“ ახალი ინიციატივის ფარგლებში, დაწყებითი და საბაზო საფეხურის I-VI კლასის მოსწავლეებისთვის ამოქმედდება საშაბათო სკოლა, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში მათემატიკური აზროვნების მყარი საფუძვლის შექმნას.
პროგრამის ორ კურსს: მენტალური მათემატიკა, მათემატიკა და ლოგიკა წარუძღვებიან მოწვეული სპეციალისტები და სკოლის მათემატიკოსები. აღნიშნული კურსების ფარგლებში მოსწავლეებს ექნებათ ინტენსიური შეხება მათემატიკის საინტერესო თემებსა და აქტივობებთან და მნიშვნელოვნად გაიღრმავებენ მათემატიკურ ცოდნასა და უნარებს.
მათემატიკის და ლოგიკის კლუბი განკუთვნილია სკოლის დაწყებითი და საბაზო კლასების მოსწავლეებისთვის. კლუბის მეცადინეობები ტარდება კვირაში ერთხელ 90 წუთის ხანგრძლივობით.
მათემატიკის კლუბის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეებში მათემატიკის პოპულარიზაციას, მათ აკადემიურ წინსვლას, მათემატიკური, ლოგიკური და სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარებას და გაზარდოს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება მათემატიკაში.

მენტალური არითმეტიკის პროგრამა UCMAS-გონების განმავითარებელი პროგრამა 4-14 წლამდე ბავშვებისთვის
პროგრამა მთელი მსოფლიოს მასშტაბით 84 ქვეყანაში ხორციელდება, ჰყავს 3მლნ-ზე მეტი წარმატებული მოსწავლე, აღიარებულია მსოფლიო მოწინავე უნივერსიტეტების მიერ, როგორიცაა: ჰარვარდი, სტენფორდი, სან-დიეგო, სასწავლო მეთოდიკა ფლობს ISO ხარისხის სერთიფიკატს. სასწავლო პროცესში გამოიყენება უძველესი გამოსათვლელი ინსტრუმენტი – აბაკუსი. თანამედროვე სასწავლო მეთოდიკის დახმარებით, პროგრამა ხელს უწყობს ბავშვებში ისეთი შემეცნებითი უნარების განვითარებას, როგორიცაა: კონცენტრაცია, მეხსიერება, სწრაფი ფიქრი, თავდაჯერებულობა და ა.შ.

მინი-ინჟინერიის პროგრამა Bildits
BILDITS არის პროგრამა, რომელიც 5-16 წლის ასაკის ბავშვებს რეალურ სამშენებლო პროცესს სახალისო პრაქტიკული გამოცდილებით ასწავლის. კურიკულუმი შემუშავებულია UNICEF-ის ინჟინრებისა და განათლების ექსპერტების მიერ და სრულად ითვალისწინებს განათლების საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ განვითარების სახელმძღვანელო პრინციპებს. სასწავლო ნაკრებში მოთავსებულია რეალური სამშენებლო მასალების მინი ანალოგები, როგორიცაა: ფოლადი, ცემენტი, აგურები, სამღებრო მასალები და ა.შ., რომელთა დახმარებითაც ბავშვები სწავლობენ ცემენტის მომზადებას, საძირკველის ჩასხმა, მინიატურული ბლოკებით კედლების აშენებას, სამღებრო სამუშაოების შესრულებას, დიზაინის შემუშავებას და აშ.

კლუბის მიზანია, მოსწავლეს განუვითარდეს ზოგადი უნარები, რომელთა გამოყენებასაც შეძლებს ყოველდღიურ ცხოვრებაში. კონკრეტულ პროექტზე მუშაობისას მოზარდები შეისწავლიან ამა თუ იმ თემას კვლევა-ძიებით, აღმოჩენებით, კეთებით და მოახდენენ მიღებული ცოდნის დემონსტრირებას სხვადასხვა სახით.