აუტიზმის დღე
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე 2 აპრილს, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღის ფარგლებში, სკოლის ფსიქოლოგმა მეხუთე კლასის მოსწავლეებს აუტისტური სპექტრის თავისებურებები გააცნო. საუბრისას ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ რა არის აუტიზმი, რა სირთულეებს აწყდებიან ადამიანები აუტისტური სპექტრით და რა უნიკალური შესაძლებლობები აქვთ მათ. განიხილეს, როგორ უნდა მივიღოთ და გავუგოთ ერთმანეთს, რათა შევქმნათ მხარდაჭერისა და მიმღებლობის გარემო. შეხვედრის შემდეგ, მეხუთე კლასის მოსწავლეებმა შექმნეს ფოკუს ჯგუფები, მოამზადეს მასალები და პრეზენტაციები, მოიძიეს სიუჟეტები და ჩაატარეს შეხვედრა მესამე კლასელებთან. უფროსმა მოსწავლეებმა პატარა მეგობრებს აუტისტური სპექტრის შესახებ მარტივი, თუმცა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაუზიარეს, ისაუბრეს მიმღებლობის, თანადგომისა და მეგობრობის მნიშვნელობაზე.