რობოტიკის საერთაშორისო შეჯიბრი

9-12 აპრილის “ვროული სკოლის“ 11 მოსწავლე
თურქეთში ქ.სამსუნში გამართულ რობოტიკის მე-13 საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს
შეჯიბრში. გუნდის მენტორები რობოტიკის პედაგოგები დავით ნოზაძე და ლაშა გეწაძე იყვნენ.
თურქეთის განათლების სამინისტროს ორგანიზებით შეჯიბრში 33 ქვეყნიდან 5000 მოსწავლე მონაწილეობდა, რომელთაც 3800-მდე პროექტი წარადგინეს. მოსწავლეებმა გაიცნეს მაღალი ტექნოლოგიური პრუდუქტის ნიმუშები; დაიმეგობრეს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები; შეიძინეს გამოცდილება და დიდი სტიმულით დაგეგმეს მომდევნო შეჯიბრში მონაწილეობა.
ღონისძიების ბოლოს მასპინძლებმა სტუმრებს დაათვალიერებინეს ქალაქ სამსუნის ღირშესანიშნაობები და მუზეუმები.

Share on: