სტუმრები Royal Russell School-დან

15 თებერვალს “ევროპულ სკოლას” სტუმრად ეწვია დიდი ბრიტანეთის დელეგაცია Royal Russell School-დან.
დელეგაციის წევრებმა ორგანიზება გაუწიეს მათემატიკურ კონკურსს 14-დან 16 წლამდე მოსწავლეებისთვის. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს მოწვეულმა სკოლებმაც: New School, Givi Zaldastanishvili American Academy in Tbilisi, British-Georgian Academy. კონკურსში გაიმარჯვა ამერიკული აკადემიის მეათე კლასის გუნდმა, მეორე ადგილზე გავიდა “ევროპული სკოლის” სადიპლომო პროგრამის გუნდი. გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ პრიზები და მონაწილეობის სერთიფიკატები.
ამავე დღეს Royal Russell School-ისწარმომადგენლებმა “ევროპული სკოლისა” და კონკურსში მონაწილე სკოლების სხვადასხვა საგნის მასწავლებლებისთვის ჩაატარეს პროფესიული განვითარების ვორქშოფი.
Royal Russell School-სა და ”ევროპულ სკოლას” შორის, მომავალში აქტიური თანამშრომლობის მიზნით, გაფორმდა მემორანდუმი.

 

Share on: