ტელეხიდი ”ევროპული სკოლა” - გაეროს შტაბ-ბინა

არასამთავრობო ორგანიზაციასა – “მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისთვის“ და ”ევროპულ სკოლას” შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, “ევროპული სკოლის“ მოსწავლეები აშშ-ში, გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში იღებენ მონაწილეობას.
2019 წლის 18 თებერვალს “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა აღნიშნულ კონფერენციაში ჩართვა ტელეხიდის საშუალებით “ევროპული სკოლის“ სააქტო დარბაზიდანაც განახორციელეს. მათ აქტიური მონაწილეობა მიიღეს დისკუსიებსა და რეზოლუციების შედგენაში. კონფერენცია, რომლის თემა გახლდათ “წყლის მდგრადი მართვისა და სანიტარული ნორმების უზრუნველყოფა”, ადგილობრივი დროით დაიწყო 19:00 სთ-ზე და 24:00 სთ-მდე გაგრძელდა. სკოლიდან, ტელეხიდების საშუალებით, მსგავს კონფერენციებში მონაწილეობის შესაძლებლობა ”ევროპული სკოლის” მოსწავლეებს მომავალშიც მიეცემათ.

Share on: