ყვავილების ფესტივალი

3 ივნისს “ევროპული სკოლაში“ ტრადიციულად ყვავილების ფესტივალი გაიმართა. ქართული პროგრამისა და საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა გამართეს კონცერტი, მოხატეს ქოთნები და თავიანთი ხელით გახარებული ყვავილების გამოფენა-გაყიდვა მოაწყეს.
მოსწავლეებმა ფესტივალის მონაწილეებს სახეზე ფერადი ყვავილები დაახატეს, გრძელი თეთრი პანო მოხატეს, მოაწყეს ფლეშ-მობი და დიდი ყვავილების დღესასწაული მოაწყეს.
მხიარულ ფესტივალს “ევროპული სკოლის“ მშობლებიც შემოუერთდნენ.
ყვივლების გაყიდვით შეგროვილი თანხა კი ქველმოქმედებას მოხმარდა.

Share on: